საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 
                                                                                                                                    
№ 07/29 - 01

 23.04.2025
ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების ცვლილების შესახებ       

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1. ელენე კობახიძე  - ,,მწვანე ეკონომიკის  ფორმირებისა და  განვითარების პერსპექტივები საქართველოში” მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი 
1.2.    ლალი ყიფშიძე - "ჯანდაცვის ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში"
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი
1.3.    ალექსანდრე შულაია - „ციფრული ტრანსფორმაციის გავლენა ფირმების ბიზნესმოდელებზე"
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლალი ხიხაძე

2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ანა ფოლოდაშვილის სადისერტაციო თემა ,,უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კლასტერის ეკოსისტემის ფორმირების მექანიზმები საქართველოში’’ შეიცვალოს და დამტკიცდეს: „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კლასტერის ფორმირების გამოწვევები და დაძლევის გზები საქართველოში“.

3. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ვალერიანე ჯოხაძის სადისერტაციო თემა ,,მოდელების რისკების შეფასება’’  შეიცვალოს და დამტკიცდეს: „ფინანსური მოდელების რისკების შეფასება“ .

4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი      პროფესორი              გიორგი ღაღანიძე